გლდანში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის ზუსტ მიზეზებს გამოძიება არკვევს. წინასწარი ინფორმაციით, 1 ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. დაღუპულთა შორის დედა-მამა და 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ბინის მფლობელი, სადაც ოჯახი ქირით ცხოვრობდა, მათთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა. ამის შემდგომ ის საჩხერიდან თბილისში ჩამოვიდა, რათა ხელშეკრულება გაეფორმებინა, რადგან ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და მათი თანხის ნაწილს გამგეობა იხდიდა.
მას შემდეგ, რაც მეპატრონემ კარის გაღება ვერ შეძლო, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები გამოიძახეს.
მეზობლები აღნიშნავენ, რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი არ უგრძვნიათ.
"სამი დღის გადმოსული იყო. გასაღები მქონდა დატოვებული, მივაწოდე. არაფერი ვიცით. [სუნი] არ გვიგრძნია", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
ამავე თემაზე: