გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, კოტე ზარნაძე, 29 იანვარს, გლდანში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორანში მოილხინა.
ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 1 ოჯახის 5 წევრი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. დაღუპულთა შორის დედა-მამა და 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამავე თემაზე: