ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას 52 წლის ჭაბუკა სოფრომაძე ემსხვერპლა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
დაშავდა კიდევ 8 თანამშრომელი. მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაშავებულებს პირველადი დახმარება ტყიბულის კლინიკაში აღმოუჩინეს. შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
აფეთქება დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა.
იხილეთ ასევე: