დირექტორის მოადგილე ბიულეტენებს უთვლის ხალხს და იმას არ ამოწმებს გაზი რომ არის და სასაკლაოზე უშვებს ხალხს - მეშახტეები აფეთქებაზე

გამოქვეყნდა:

მეშახტეები ამბობენ, რომ მათ აქვთ ლოგიკური ეჭვი, რომ აფეთქების ადგილას შახტაში არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული.

ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით 1 თვის წინ ადგილზე ხანძარი გაჩნდა და ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და შეისწავლეს თუ არა ეს ტერიტორია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა. 

"ბიულეტენებს უთვლის ხალხს ქარხნის დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების დარგში და იმას არ ამოწმებს იქ გაზი რომ არის და უშვებს სასაკლაოში ხალხს. შეცდომა არის ამათი, იქ რომ არის დაგაზიანება, არ უნდა გაუშვა ხალხი მაშინ",- ამბობენ მეშახტეები. 

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამაშველო ჯგუფები. 

შახტაში 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია, ერთი პირი კი  გარდაიცვალა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი