მკლავჭიდელების აქცია სპორტის სამინისტროსთან - სპორტსმენები მინისტრ თეა წულუკიანისგან მათთვის მიცემული დაპირებების შესრულებას ითხოვენ.
პარამკლავჭიდელების აქციები სამინისტროსთან ახალ წლამდე სისტემატურად იმართებოდა, თუმცა მაშინ აქციას ეროვნული ნაკრების სპორტსმენები არ შეერთებიან.
დღეს კი, ნაკრების წევრებმა პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომა და გაფლანგულ თანხებში გარკვევა მოითხოვეს.
სპორტსმენებთან შესახვედრად თეა წულუკიანის მოადგილე გამოვიდა და შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ამ წუთებში მიმდინარეობს.