უპრეცენდენტო მიგრაცია საქართველოდან. მოსახლეობა ქვეყანას მასობრივად ტოვებს. ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობამ პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და ჩვენი ქვეყანა პაკისტანთან, ბანგლდეშსა და სომალისთან ერთად საგანგაშო ათეულში მოხვდა.
შიმშილსა და გაუსაძლის პირობებთან ერთად, ქვეყნის დატოვეაბას ხალხი არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა და უსამართლობის განცდის გამო ჩქარობს. ხელისუფლება კი, რომელიც სტაბილური და ღირსეული რეალობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი პარალელებს ევროპის ქვეყნებთან ავლებს და აცხადებს, რომ მიგრაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.
იხილეთ ასევე: