წყალწაღებული მილიონები - ბათუმის ბულვარში ნაპირსამაგრი სამუშაოები სამი წელია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბულვარში ორკილომეტრიან მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოები სამი წელია მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება არავინ იცის. ბათუმელები ამბობენ, რომ ბულვარი წლევანდელ ტურისტულ სეზონსაც მოუმზადებელი შეხვდება. უკვე სამი წელია მიმდინარე სამუშაოების გამო დამსვენებლებს ზღვის სანაპიროზე გასვლა შემოვლითი გზებით უწევთ. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სამი წლის წინ კომპანია "სტრუიკ გრუპ ინთერნეიშენალმა" გაიმარჯვა. ორკილომეტრიანი ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულებისთვის 55 მილიონი ლარი მიიღო და ვალდებულება არ შეასრულა. კომპანიის ოფისი ბათუმში უკვე რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს. მახლობლად მდებარე მაღაზიებში "მთავარ არხს" ეუბნებიან, რომ კომპანიის კარი მარტის მერე ჩაკეტილია. 

დაუსრულებელი ნაპირსამაგრი სამუშაობეისთვის კომაპნია "სტრუიკ გრუპ ინთერნეშენალმა" სანაპირო დიდი ლოდებით გაავსო. ეკოლოგები ამ მეთოდს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ეს ლოდები ვერც წყალს შეაჩერებს და შესაბამისად ხარჯი, რომელიც ამ სამუშაოებისთვის გაწიეს წყალში გადაყრილია. 

ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რეზო ხარაზი აპირებს მშენებლი კომპანიისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებული და შეუსრულებელი ხელშეკრულების საფუძველზე პროკურატურას მიმართოს. 

რა ეტაპზეა პროექტი და სამი წლის განმავლობაში, რატომ ვერ მოხერხდა ბათუმის ბულვარი ნაპირსამაგრი სამუშაოების შესრულება. სად წავიდა 55  მილიონი ლარი და როდის ექნებათ დამსვენებლებს შესაძლებლობა ზღვის ნაპირთან შეუფერხებლად გადაადგილების. ამ კითხვებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მივმართეთ თუმცა ორგანიზაციას პასუხები არ აქვს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი