
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10.5 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილება კომიტეტმა დღეს მიიღო. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით სებ-ი ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების, დაკრედიტების, მოხმარების და ინფლაციის კონტროლს ცდილობს.
ეროვნული ბანკი წერს, რომ ბოლო თვეებში როგორც საბაზო, ასევე თვიური ინფლაცია დასტაბილურების ადრეულ ნიშნებს აჩვენებს. არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.