ფასების ტოტალური ზრდა და დასაქმების მაქსიმალური შეზღუდვა. ქართული ოცნების ხელისუფლება მოქალაქეების ეკონომიკურ პრობლემებს სულ უფრო აღრმავებს. კომუნალური გადასახადების, საწვავის, პროდუქტისა და მედიკამენტების გაძვირების ფონზე ხელისუფლება წესრიგის დამყარების მოტივით ადამიანებს უკანასკნელ შემოსავალს უზღუდავს.
სწორედ ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ გარემოვაჭრეები, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გარევაჭრობის დასრულებისთვის მიცემული ვადა ეწურებათ.
ახლა, ადამიანები, რომელთა საარსებო წყაროც ქუჩაში დგომა და ვაჭრობაა, მუნიციპალური ინსპექციის თავდასხმის მოლოდინში არიან.