გაძვირებისთვის კიდევ ერთი ბიძგის მიმცემი უახლოეს მომავალში ბენზინის ფასის მატება გახდება. ნავთობიმპორტიორები უკვე აანონსებენ, რომ მსოფლიო ბაზარზე გაძვირების გამო ტარიფი საქართველოშიც გაიზრდება.
ეკონომისტების შეფასებით, ეს მორიგ ინფლაციურ ნახტომსა და კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას ნიშნავს.
ექსპერტებმა, ბიზნესმა და აქტივისტებმა ხელისუფლებას უკვე შესთავაზეს გამოსავალი, მაგრამ გადახედავს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას - პროგნოზების მიხედვით ხელისუფლაბს ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს.