"ეს არ გახლავთ გაზრდილი ტარიფით დარიცხვა, აღრიცხვიანობის დარღვევაა" - ენერგოომბუდსმენი დენის გადასახადზე

გამოქვეყნდა:

ენერგოომბუდსმენის, სალომე ვარდიაშვილის თქმით, დეკემბერ-იანვარში თბილისში მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის დარიცხვა არა ტარიფის ზრდით, არამედ აღრიცხვიანობის დარღვევითაა განპირობებული.

როგორც მან განმარტა, საუბარია იმაზე, რომ ადამიანურმა რესურსმა ვერ იმუშავა და მრიცხველებიდან აღრიცხვა სწორად ვერ განახორციელა.

"ეს არ გახლავთ გაზრდილი ტარიფით დარიცხვა, მომხმარებლებისთვის რომ განვმარტოთ, ეს არ არ არის გაორმაგებული თანხები.  ეს გახლავთ, ჩვენი ანალიზით აღრიცხვიანობის დარღვევა, რა დროსაც მექანიკურად ადამიანურმა რესურსმა ვერ იმუშავა და ვერ აიღო სწორად აღრიცხვა მრიცხველებიდან. სავარაუდოდ ამასთან გვაქ საქმე ეს არ შეიძლება იყოს სისტემური", - თქვა სალომე ვარდიაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" დღეიდან სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც შეისწავლის, რამდენად სწორად დაარიცხეს თბილისში​ ელექტროგამანაწილებელმა ​კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი