"მონაცემების აღებას ახორციელებს "თელასი", შემდეგ ეს ქვითრის გასაგზავნად ეძლევა "თელმიკოს"... ყველაფერს შევამოწმებთ" - ნარმანია

გამოქვეყნდა:

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია განმარტავს, როგორ ხდება თბილისში აბონენტებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვა.

როგორც მან აღნიშნა, მრიცხველიდან მონაცემების აღებას კომპანია "თელასი" ახორციელებს, ამის შემდეგ კი მას "თელმიკოს" უგზავნის.

აქედან გამომდინარე, ნარმანია ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის გაზრდილი გადასახადის დარიცხვასთან დაკავშირებით ორივე კომპანიაში დეტალური შემოწმება ჩატარდება.

"თელასი ახორციელებს მონაცემების აღებას, მის ბილინგის ბაზაში შეყვანას და შემდეგ უკვე მონაცემები ქვითრის გასაგზავნად ეძლევა თელმიკოს. ამდენად ვნახავთ მთლიანად, მთელ ჯაჭვს და მთელ პროცესს. შესაძლოა, ორივე კომპანიის ხარვეზი იყოს, შესაძლოა, არც ერთის, შესაძლოა, რომელიმე მათგანის. ამდენად, თავიდან ბოლომდე, მონაცემების წაკითხვიდან მომხმარებლის ქვითრის გაგზავნასთან დაკავშირებით, ყველა საკითხი იქნება შემოწმებული", - თქვა დავით ნარმანიამ.

 შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" დღეიდან სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც შეისწავლის, რამდენად სწორად დაარიცხეს თბილისში​ ელექტროგამანაწილებელმა ​კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი