
ევროკავშირის წარმომადგენელი პიტერ სტანო აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ, გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია"დოიჩე ველეს" მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლების რეაქცია მედიის თავისუფლების დარღვევას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
ცნობისთვის, რომ Russia Today-სთვის მაუწყებლობის შეჩერების პასუხად, რუსეთი ქვეყანაში "დოიჩე ველეს" მაუწყებლობა აკრძალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, აკრედიტაციას გააუქმებენ მედიასაშუალების ყველა თანამშრომელსაც.
იხილეთ ასევე: