ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
ავარიის სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთი ავტომობილის მოცურება სახელდება.