მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი. თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, სასამართლომ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ე.წ. საგამოძიებო კომისიის "მოთხოვნის შეუსრულებლობის" გამო, აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უკვე 5 აპრილს, 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა ბადრი ჯაფარიძესაც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი