ზეწოლა და შანტაჟი საკრებულოების ოპოზიციონერ წევრებზე | სამართლიანი არჩევნები ანგარიშს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო გადაბირების, დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები ოპოზიციაზე, ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა და დეცენტრალიზაციის არარსებობა - "სამართლიანი არჩევნები" მწვავე ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმ მუნიციპალიტეტებში განვითარებული მოვლენებია შეფასებული, რომელშიც მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. კვლევაში ძირითადი აქცენტები ქართული დემოკრატიის ნაკლოვანებებსა და ხელისუფლების მიერ პარტიულ ინტერესებზეა საუბარი. 

"მას შემდეგ, რაც გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობა არ ჰქონდა "ქართულ ოცნებას", დაჩქარებული წესით,ნოემბერშივე სცადეს ბიუჯეტების დამტკიცება. იყო მცდელობები გადაბირებისა და ზეწოლის ფაქტები... როდესაც არის ზეწოლაზე საუბარი, აქ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულზე იყოს საუბარი და მმართველ პარტიას არ ესმის, რომ აუცილებელია დეცენტრალიზაცია", - ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე. 

ანგარიშში აქცენტი კეთდება ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომელიც საკრებულოს წევრი უნდა ყოფილიყო. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ "ოცნების" რეჟიმს ძალაუფლების გადანაწილების სერიოზული პრობლემა აქვს. 

"ფუტკარაძის გარდაცვალებაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკვე შემოდეს თაროზე და ნაბიჯი წინ არ არის გადადგმული. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს რა მასშტაბის ზეწოლა მიმდინარეობდა მასზე", - ამბობს ენმ-ის წევრი, გიორგი კირთაძე. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ეს მუნიციპალიტეტებია: თვითმმართველი ქალაქები - რუსთავი და ბათუმი, თვითმმართველი თემები - ზუგდიდი, სენაკი, მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი