"მე ამას არ ვიმსახურებდი..." | წულუკიანის კომისიაზე მისულმა ვალერი გელაშვილმა "ოცნებას" ბრალდებები წაუყენა

გამოქვეყნდა:

ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე, გამოკითხვის ბოლოს, წულუკიანის გადახდილი მადლობის შემდეგ, ვალერი გელაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს მისი "დაუმთავრებელი საქმეების" საქაღალდე უჩვენა და მიმართა:

"გმადლობთ ყურადღებისთვის ქალბატონიო თეა, მაგრამ ამას მე არ ვიმსახურებდი.

ეს არის ჩემი დაუმთავრებელი საქმეები - მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდევ ქონება მიმატანინა ჩვენმა ხელისუფლებამ. ჯარიმა არ მეკუთვნოდა! საკუთარ ხელისუფლებას ვუჩივლო? რის გამოც ვიბრძოლე 2012-ში?" - მიმართა გელაშვილმა წულუკიანს მას შემდეგ, რაც წულუკიანმა საყვედურზე უპასუხა, რომ საქმეები გელაშვილს თავადვე არ ჰქონდა გასაჩივრებული

წულუკიანმა გელაშვილს  მიუთითა, რომ აღნიშნულ საქმეებზე მას ორი ინსტანცია უკვე მოგებული აქვს, რასაც "სააკაშვილის ხელისუფლების დროს ვერ მოიგებდა". აქვე მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, "ცოცხლები რომ არიან". 

ამაზე გელაშვილმა წულუკიანს უპასუხა, რომ სააკაშვილი უკვე წასული ისტორიაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი