მთის კურორტების კომპანიის განცხადებას, რომ ბაკურიანში საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა, "ენერგო-პრო ჯორჯიაში" ეხმაურებიან. სადაც ამ ინფორმაციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა და ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია.
დღეს მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით ადგილი არ ჰქონია.
მიტარბი და მიტარბის საბაგიროს მკვებავი ქსელი მთელი დღის განმავლობაში შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით. აღნიშნულ მონაკეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა, - ამბობენ კომპანიაში.
მიზეზი, რის გამო გაჩერდა საბაგირო, ამ დრომდე უცნობია. 50-მდე დამსვენებელი კი უკვე დაახლოებით 2 საათია, დახმარების მოლოდინშია. ისინი -10 გრადუს ყინვაში ჰაერში არიან გაჩერებული. ყვებიან, რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ იმასთან დაკავშირებით, როდის ჩამოიყვანენ საბაგიროებიდან.
იხილეთ ასევე: