საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები რუსეთთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს 7-კაცა რაგბის ეროვნული ნაკრები თებერვალში რუსეთის ნაკრებთან ერთობლივი შეკრების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ წერილი საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნაკრები ქუთაისში შეკრების გამართვას 24 თებერვალი - 1 მარტი პერიოდში გეგმავს, რა დროსაც რუსეთის ეროვნული 7-კაცა ნაკრები საქართველოში ჩამოდის. 

"მოგეხსენებათ, რუსეთი ჩვენი კონკურენტია მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე და ძალიან გამოგვადგება მათთან ერთად შეკრების გავლა და მათთან თამაშები", - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მენეჯერის, ალექსანდრე ნიჟარაძის წერილში. 

ის კლუბებს სთხოვს წერილში მოხსენიებული მოთამაშეები აღნიშნულ პერიოდში შეკრებაზე გამოუშვან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი