აისახება თუ არა ლარის კურსის გამყარება პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებზე - სპეციალისტების შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება, სავარაუდოდ, დროებითია და გაზრდილ ფასებზე ის გავლენას ვერ მოახდენს.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტების განმარტებით, კურსის გამყარება ეროვნული ბანკის გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება, თუმცა პროდუქციის ფასებს სხვა კომპონენტები განსაზღვრავს, რომელიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია.
საწვავთან დაკავშირებითაც, სპეციალისტები, უახლოეს პერიოდში 25-თეთრიან გაძვირებას პროგნოზირებენ.
ავტორი: ნინო გიგაური