"ისეთი მოძრაობა იქ არ არის, რომ ეს მომხდარიყო" - საეჭვო დაზიანებები და გარემოებები ორთაშენში, სამხედროს გარდაცვალებაზე

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომისა და საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედრო მოსამსახურის ბურუსით მოცული საქმე. შეიარაღებული ძალების ოფიცერი შალვა ტაბატაძე გარდაცვლილი იპოვეს. 45 წლის მამაკაცის ცხედარი სოფელ ორთაშენთან, ხიდის ქვეშ აღმოაჩინეს. ტაბატაძეს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რაც ერთ ერთი ვერსიით შესაძლოა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიეღო. 

თუმცა ამ ვერსიას საეჭვოს ხდის ადგილმდებარეობა, სადაც ცხედარი იპოვეს. ორთაშენთან, საგზაო მაგისტრალის ხიდის მიმდებარე ტერიტორია უკვე შეისწავლეს ექსპერტ-კრიმინალისტებმა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპზე არც ვერსიებზე და არც საქმის დეტალებზე საუბრობს.

შალვა ტაბატაძის ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი და გაირკვევა, რა გახდა სამხედრო ოფიცრის გარდაცვალების მიზეზი.

გარდაცვლილის ახლობლებს ნაკლებად სჯერათ ავტოსაგზაო შემთხვევის ვერსიის, რითიც გამოძიება მიმდინარეობს.

თუ ეს წუხელის მოხდა, როგორ შეიძლებოდა, 1 დღე-ღამე გავიდა და ეხლა გავიგეთ - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

მე იქ ვმუშაობ, ენერგო პრო იქ არის და არ მჯერა, ისეთი მოძრაობა იქ არ არის, რომ ეს მომხდარიყო - ამბობს ადგილობრივი.

ტაბატაძე სავარაუდოდ გუშინ გვიან ღამით არის გარდაცვლილი, ცხედარი კი დღეს შუადღის საათებში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ იპოვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი