საქართველოში შესაძლოა, ვაქცინები გაფუჭდეს | ფაიზერს ვადა მარტის ბოლოს გასდის

გამოქვეყნდა:

კომპანია ფაიზერის ვაქცინის გარკვეული დოზები, რომელსაც ვადა მარტის ბოლოს გასდის, შესაძლოა, გადასაყრელი გახდეს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ საგანგაშოა.

გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი ისევ დაბალია.

შექმნილ ვითარებაზე სპეციალისტები პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ, რადგან მათი თქმით, პანდემიის პირობებში მმართველი გუნდი პროცესს არათანმიმდევრულად მართავდა.

"ჩვენ უკვე გამოვცადეთ მსგავსი რამ ასტრაზენეკას შემთხვევაში, როდესაც რამდენიმე ათასი დოზა ფაქტობრივად გადასაყრელი გაგვიხდა, ახლა დადგა ფაიზერის ჯერი. ეს ბუნებრივიც არის იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეწარმოებინა თუნდაც საინფორმაციო კამპანია და სხვა ნებისმიერი სწორი კამპანია ვაქცინაციის ფარგლებში, რათა მოსახლეობას გაეგო, რამხელა სარგებელი და როგორ მინიმალური რისკი აქვს ვაქცინას", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სოფო ჯაფარიძე.

საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, მძიმეა ვითარებაა საჯარო და კერძო სკოლებშიც. ბოლო 7 დღეში, კორონავირუსი მასწავლებელთა 6.5%-ს და მოსწავლეების 2.5%-ს დაუდასტურდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი