საქართველოში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი, 48 468 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 65 829 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 40 367 ტესტით, ხოლო 25 462 PCR-ით. 11 თებერვალს აიცრა 3 396 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 30,88%-ია, ბოლო 14 დღის - 31,06%-ია, 7 დღის - 33,18%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 438 353 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 226 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 516 კი გარდაიცვალა.