უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს - საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში არსებული მძიმე ვითარების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. 

"უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის  მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო ქ. კიევში და გენერალური საკონსულოები ქ.ოდესაში, ქ. დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17 

ამასთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში  კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი