"ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო" - უცხოური მედია

გამოქვეყნდა:

"ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო" - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტინიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს.

არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.

გავრცელებული ცნობობებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს. 

გამოცემა NYT-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს სატელეფონო კონფერენცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან, რათა განეხილათ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს პრესკონფერენცია პარასკევს არ ჰქონდა დაგეგმილი.

ზარი, რომელიც დაიწყო 11:02 საათზე ვაშინგტონში და დასრულდა 12:21 საათზე. ზარი მოიცავდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს; პრემიერმინისტრებს: ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიელ მარიო დრაგის და კანადელ ჯასტინ ტრუდოს. ჩართულები იყვნენ ასევე პრეზიდენტები: ემანუელ მაკრონი საფრანგეთიდან, ანდჟეი დუდა პოლონეთიდან, კლაუს იოჰანისი რუმინეთიდან, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიიდან და შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრი, და ნატოს გენერალურ  მდივან იენს სტოლტენბერგს,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. 

ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის ჟურნალისტიც წერს, რომ ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი