საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ამ დროისთვის ისტორიულ მაქსიმუმზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს სახელმწიფოსგან მინიმალური შემწეობის მსურველთა რაოდენობამ 350 ათასს გადააჭარბა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ პრობლემა საკმაოდ სიღრმისეულია და ამის მოგვარება მარტივი არ იქნება. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ, რათა ქვეყანაში ასეთი მძიმე სოციალური ფონი აღარ იყოს.

"ოფიციალური სტატისტიკით, მილიონ 97 ათასი ადამიანი, თვლის, რომ იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და სახელმწიფოს მიმართავს, სოციალური დახმარების მიღების მიზნით. ანუ ყოველი მესამე ადამიანი ჩვენ გარშემო, თვლის, რომ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი. ეს ყველაფერი განპირობებულია არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კორუფციული ჭაობით, რომელიც კორუფციული ჭაობიც და პირამიდაც შექმნა ოლიგარქიულმა რეჟიმმა ბოლო 9 წლის განმავლობაში", - თქვა პლატფორმა 20/20-ის თავმჯდომარემ, ვასო ურუშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი