დღეს გამთენიისას, ლას-ვეგასში, UFC 10-ის ფარგლებში, ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა "კომბატ ამერიკას" ჩემპიონი გუსტავო ლოპესი დაამარცხა.
ბრძოლა სამ რაუნდს გაგრძელდა, სადაც თითოეულში დვალიშვილის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა. ქართველმა მებრძოლმა ლოპესს 13 გდება გაუკეთა და ამ მაჩვენებლით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
ამერიკელისთვის ეს ბრძოლა სადებიუტო იყო. დვალიშვილმა კი ორგანიზაციაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.