"დაშავებული რეანიმაციაშია მოთავსებული, მდგომარეობა მძიმეა" - აფეთქება დიღმის მასივში

გამოქვეყნდა:

დიღმის მასივში, სადაც ცოტა ხნის წინ კორპუსში აფეთქება მოხდა ამ დრომდე სამაშველო სამსახური მუშაობს. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. 

ჩვენი ინფორმაციით, აფეთქება მე-7 სართულზე ბინაში იმ დროს მოხდა, როცა მეპატრონე სახლში მივიდა. სახლში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სავარაუდოდ, გაზი მუშებს დარჩათ. ცეცხლი მე-8 სართულზეც გავრცელდა.

დაშავებული კაცი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. 

"დაახლეობით 20% აქვს დაზიანებული სახე, მდომარეობა მძიმეა, მოთავსებულია რენიმაციულ განყოფილებაში", - თქვა პაციენტზე გუგა ქაშიბაძემ.

"თბილისი ენერჯი" მომხდართან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, ცოტა ხანში გაავრცელებს. ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი