ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 14 პუნქტით ჩამოქვეითდა | Heritage Foundation

გამოქვეყნდა:

Heritage Foundation-მა 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 14 პუნქტით ჩამოქვეითდა. კვლევის თანახმად, საქართველო მსოფლიოში 26 ადგილზეა. ასეთი დიდი უკუსვლა ქვეყანას არასდროს ჰქონია. 

შედეგის გაუარესება რეიტინგის შემადგენელ თითქმის ყველა კრიტერიუმში პოზიციის ვარდნას უკავშირდება.

კვლევის მიხედვით, "პოლიტიკური ჩარევა ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ბევრ მოსამართლეს არ აქვს კომერციული საქმეების დამოუკიდებლად ან სწრაფად განხილვის უნარი, - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევას "ოცნების" წევრები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში არის ქვეყნის დიამეტრალური გაუმჯობესება. 

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საქართველო პოზიციებს ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით კარგავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი