"შეგიძლიათ, თქვენი გაზის ქვითარი გვაჩვენოთ?" - ოპოზიციის კითხვები საქსტატის ხელმძღვანელს და თოდრაძის პასუხები

გამოქვეყნდა:

პარლამენტში, საქსტატის დირექტორმა წლიური ანგარიში წარადგინა. გოგიტა თოდრაძემ, ოპოზიციის კითხვების უმრავლესობას თითქმის პასუხი ვერ გასცა.

ვერ უპასუხა კითხვას, თუ რამდენი ბავშვი შიმშილობს ქვეყნაში, ან - რა უჯდება სახელმწიფოს 1 ადამიანის მკურნალობა პანდემიის პირობებში. მან ​ოპოზიცია სხვა უწყებასთან გადაამისამართა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი დავით კირკიტაძე დაინტერესდა, რამდენი გადაიხადა საქსტატის დირექტორმა, გასულ თვეს კომუნალურებში - "შეგიძლიათ, თქვენი გაზის ქვითარი გვაჩვენოთ? რამდენი გადაიხადეთ ამ თვეში?" - მიმართა კირკიტაძემ თოდრაძეს, რაზეც მან უპასუხა, რომ დასამალი არაფერი აქვს და დაახლოებით 100 ლარი გადაიხადა.

"აბსოლუტურად ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გაანგარიშება შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, გარდა საარსებო მინიმუმისა...ეს უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის - აცხადებს თოდრაძე

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საარსებო მინიმუმი  226 ლარია.​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი