მილიონი დოლარი კალათბურთის დარბაზისთვის | დაკარგავს თუ არა ქვეყანა "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლებას

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებასთან დაახლოებული "საბა-კონსტრაქშენი" სახელმწიფოს კიდევ ერთი, საკმაოდ სოლიდური ტრანშის მოთხოვნით მიმართავს. ამჯერად კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად დამატებით 944 ათასი ამერიკული დოლარი დასჭირდა, ეს მაშინ, როდესაც კომპანიამ 2 თვის წინ 20 მილიონი ლარი უკვე მოითხოვა და გაუთვალისწინებელ ხარჯებისთვის მიიღო.

საერთო ჯამში ახალი არენის აშენება ქვეყანას უკვე 93 მილიონი ლარი დაუჯდება - ასეთი დანახარჯების მიუხედავად, ჯერაც უცნობია ივნისში ქართული მხარე "ფიბას" ინსპექციას მზადყოფნაში დახვდება თუ საქართველო კიდევ ერთ დიდ რეპუტაციულ ზიანს მიიღებს და "ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლებას დაკარგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი