საწვავის ფასი შესაძლოა 4 ლარამდე გაიზარდოს - ეკონომისტების მძიმე პროგნოზი 

გამოქვეყნდა:

საწვავის ფასი საქართველოში შესაძლოა 4 ლარამდე გაიზარდოს. ეკონომისტები ამ პროგნოზს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციიდან გამომდინარე აკეთებენ.

ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია შედარებით ფრთხილ პროგნოზსს აკეთებს და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ფასის ზრდა 4-5 თეთრითაა მოსალოდნელი.

"ვითარება ზოგადად საწვავის საერთაშორისო ფასთან დაკავშირებით არის საკმაოდ რთული. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში ფასები არის მუდმივად მზარდი, წლის დასაწყისიდან დღემდე საშუალოდ როგორც ბენზინის, ისე დიზელის საერთაშორისო ფასი, ტონაზე 22%-ით არის გაზრდილი. მოსალოდნელი ზრდა უახლოეს პერიოდში შეიძლება იყოს 4-5 თეთრი", - ამბობს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.

ეკონომისტი ოთო აბესაძე ამბობს, რომ მიმდინარე თვის ბოლოს, საშუალოდ, საწვავზე ფასი 30 თეთრით მოიმატებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი ფასი 3.50 თეთრიდან 4 ლარის ფარგლებში იმერყევებს.

ავტორი: ნინო გიგაური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი