"გადაცემა გაჩერდა და მე წამყვანი აღარ ვარ. გადაცემა გაგრძელდება თუ სხვა ფორმით იქნება, არაფერი არ ვიცით. ერთადერთი მიზეზი მითხრეს, რომ ამ ფორმატით გადაცემამ ამოწურა თავი" - აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში ჟურნალისტი იმედა დარსალია "ახალი კვირის" დახურვასთან დაკავშირებით.
წამყვანი საუბრობს იმ მუქარებზე, რომელიც ალტ ინფოს პარტიის ლიდერებისგან მათზე მომზადებული კრიტიკული რეპორტაჟის შემდეგ დაიწყო, თუმცა ცალსახად ამ ფაქტს გადაცემის დახურვას ვერ უკავშირებს:
"ალტ-ინფოს სახიფათო იდეოლოგია" რეპორტაჟის გასვლის შემდგ მუქარები იყო საჯარო ალტ ინფოს პარტიის ლიდერებისგან, არ მიმიქცევია ყურადღება, ესეთი რაღაცეები ხშირად ყოფილა. ამის შემდეგ 1 თვეში მიიღო არხმა ეს გადაწყვეტილება. მართლა ვერ დავაკავშირებ, არ მინდა, რომ დავაკავშირო" ამბობს იმედა დარსალია "მთავართან" საუბარში.
მაუწყებლის გენ. დირექტორი კი ამბობს, რომ გადაცემა ფორმატს იცვლის.