გენადი ბესტაევი სოფელ მერეთში, დის საცხოვრებელ სახლშ გადაასვენეს, რადგან მისი სახლი სოფელ ზარდიანთკარში, მავთულხლართებს მიღმაა დარჩენილი
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გუშინ გარდაიცვალა. მის სიკვდილში პასუხისმგებლობას ახლობლები საოკუპაციო რეჟიმთან ერთად, საქართველო ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა ბესტაევის ტყვეობიდან გასათავისუფლებლად.
"ზარდიანთკარში მდებარეობას, ამის კედლის ძირში გადის საზღვარი..პატრონი არ ყავდა... გენადის სახლი პირადაპირ საზღვარზეა, ეზოს კარებს გააღებ, ფეხს გადგამ და საზღვარია, სამჯერ დაიჭირეს საწყალი და სამჯერ წაიყვანეს....ხელისუფლება არავის ეხმარება" ამბობს გარდაცვლილის ახლობლები.
გენადი ბესტაევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამთავრობო უწყებებს, სამძიმრის წერილიც არ გამოუქვეყნებიათ.
"საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობაა და დანაშაული, ეს არის ასევე პასუხისმგებლობა ჩვენი ხელისუფლების და საზოგადეობის, ხელისუფლების იმიტომ რომ 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ეფექტური ბერკეტების გამოყენება და მისი დახსნა ტყვეობიდან და საზოგადოების, რომელმაც ვერ უზრუნველყო შესაბამისი პრესინგი და ზეწოლა ხელისუფლებაზე, რათა ეს ბერკეტები მოქმედებაში მოყვანილიყო" - ამბობს ქაცარავა
შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევი 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.
იხილეთ ასევე