მოკლეს და გადმოაგდეს ცხინვალიდან, ვითხოვდი, არავინ არაფრით არ დაეხმარა - გენადი ბესტაევის და

გამოქვეყნდა:

მოკლეს და გადმოაგდეს ცხინვალიდან. მაგის ჯანმრთელობა ეგ იყო. ვითომ ინსულტმა დაარტყაო და მე არ ვიცი ინსულტდარტყმული ეგეთი - ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში გენადი ბესტაევის და.

მისი თქმით, ბესტაევს ჯანმრთელობის პრობლემა ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნამდე არ ჰქონია:

"ხალხს აქ აწამებენ, ციხეში არა სხედან, მარა აწამებენ, ციხეში იყო და წამებაზე მეტია. ფაქტია, ხელს ვინ გადაუსმევდა, არავინ.

ვითხოვდი, არავინ არაფრით არ დაეხმარა. მე რაც მჭირდებოდა ჩემი ძმისთვის ის გაეკეთებინათ რომ ის ახლა შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. იმათი დახმარება და საჭმელი მე არ მინდოდა, იმისთვის გაეწიათ დახმარება, რომ ერთი პატარა ქოხი ჩაედგა." ამბობს ნაირა ბესტაევი.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ გატაცებული გენადი ბესტაევი დღეს გარდაიცვალა. ის რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც 15 ნოემბერს ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი