"დაიცალა ქვეყანა... რას სთავაზობთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ამ ქვეყნის დატოვება?" | ოპოზიციის მწვავე კითხვები ფინანსთა მინისტრს

გამოქვეყნდა:

"დაიცალა ქვეყანა... რას სთავაზობთ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ამ ქვეყნის დატოვება?" - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ასევე, ოპოზიციის წევრები დაინტერესდნენ ქვეყანაში არსებული სიღარიბით, ლარის გაუფასურებით, უმუშევრობითა და გაზრდილი კომუნალური ხარჯებით.

ხატია დეკანოიძე დაინეტერესდა, "სად არის უცხოური მრჩეველი, რომელიც პრემიერმინისტრს ჰყავს... სად არის ეს ადამიანი, რა გააკეთა, რა ფინანსური ცენტრი ჩამოაყალიბეთ და სად არის არის ინვესტიციები"... 

დეპუტატი დავით კირკიტაძე კი დაინტერესდა, ეთანხმება თუ არა ფინანსთა მინისტრი საარსებო მინიმუმს, რომელიც 226 ლარს შეადგენს. "ჩვენ გვყავს მილიონებით ადამიანი, ვინც ყოველთვიურად იღებს საარსებო მინიმუმზე ნაკლებს.. თქვენ პირადად ეთანხემებით თუ არა იმას, თუ არა 226 ლარი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, ან რაიმეში არის თუ არის საკმარისი".

კითხვების საპასუხოდ, ხუციშვილმა თქვა, რომ ეკონომკის 6%-იანი ზრდის, ასევე ტურიზმის გააქტიურების მოლოდინი აქვთ, რაც დადებითად ასახება ლარსი კურსზე.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, კითხვები უმრავლესობას არ ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი