2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19% შეადგინა

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19% შეადგინა. ის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. 

უმუშევრობის დონე 2018-2021 წლებში კვარტლების მიხედვით:

2021 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2 %შეადგინა. ქალაქში უმუშევრობის დონე 20.1%-ია, ხოლო სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 17.4%-ს შეადგენს.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად კაცებში უფრო მაღალია -  2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.7 პროცენტული პუნქტით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი