სოფელ მერეთში, სადაც გენადი ბესტაევს გლოვობენ, ოკუპანტებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმი ტერიტორიების მიტაცებას განაგრძობს - ამჯერად ბორდერიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს იმ სოფელში, რომელშიც საოკუპაციო ძალების მორიგ მსხვერპლს, გენადი ბესტაევს გლოვობენ.

ოკუპირებული ქსუისისა და სოფელ მერეთის გასაყართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით მავთულხლართები გააბეს. ადგილობრივების ცნობით, ოკუპანტები ტერიტორიაზე 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ.

"ხმასაც არ გვცემენ, ხშირად დადიან, გუშინაც იყვნენ, ყარაულობენ, რომ არავინ არ გადავიდეს. თუ გადახვალ, დაგიჭირეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. 

ცნობისთვის, 52 წლის გენადი ბესტაევს დღეს დაკრძალავენ. ის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ცხინვალის ციხეში 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ინსულტი განუვითარდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი