უკვე ცნობილია, როგორ იმართებოდა საქართველოდან გლობალური თაღლითური ქსელი და როგორ იპარავდნენ ევროპელებისგან საპენსიო დანაზოგებს. თუმცა დაცულები არც საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ.
მართალია, ჩვენი თანამოქალაქეების დანაზოგები და საბანკო ანგარიშები ახლოსაც ვერ მოვა შეძლებული ქვეყნების მოქალაქეების ფინანსებთან, მაგრამ ამ შედარებით მოკრძალებულ საკბილოსაც გამოჩნდა თავისი წილი მტაცებელი.
ფიშინგი, ყალბი ინტერნეტ მაღაზიები და ცნობილი კომპანიების საიტებს მიმსგავსებული ვებგვერდები უკვე ყოველდღიურობად იქცა - ზოგჯერ ცრუ გვერდებსა და რეალურ ინტერნეტ კომერციას შორის განსხვავების დანახვა პროფესიონალებსაც კი უჭირთ.
მაგალითად, ადამიანი ყიდულობს ფეხაცმელს, ან ააქტიურებს ვითომ მისთვის ექსკლუზიურად გამოგზავნილ სასაჩუქრე პაკეტს და - თვალის დახამხამებაში თანხები ანაგრიშიდან უკვალოდ ქრება. კიბერსივრცეში დამნაშავეების კვალის მიგნება და მათი პასუხისგებაში გადაცემა ქართველ სამართალდმაცველებს კიდვე უფრო უჭირთ, ვიდრე რეალურ ცოხვრებაში. და თაღლითებიც დაუსჯელად აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების ძარცვას.
ავტორი: ნინო ჟვანია
იხილეთ ასევე: