
ქართულ საფინანსო სექტორში არის რესურსი იმისთვის, რომ ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი, - ამის შესახებ 'ახალი საქართველოს" თავმდჯომარემ გიორგი ვაშაძემ ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, აპრილის თვეში, როდესაც პანდემიის ფონზე შემოსავალი ყველას შეუმცირდა, საბანკო სექტორმა 80 მილიონი ლარის ოდენობით ზე მოგება ნახა.
ხელში მიჭირავს დოკუმენტი ეროვნული ბანკის აპრილის ანგარიში ქართულ საბანკო სექტორთან მიმართებაში. ეს ანგარიში ადასტურებს, რომ აპრილში, როცა ყველა გავღარიბდით, ყველას შემოსავალი შეგვიმცირდა, ქართულმა საბანკო სექტორმა დაწერა ზე მოგება 80 მილიონი ლარი, რაც 16 მილიონი ლარით აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. მეგობრებო, ეს არის უსამართლობა.მთავარი თავის ტკივილი დღეს ყველას აქვს ქვეყანაში კრედიტები და სესხები, ბანკები სესხის პროცენტის პროცენტებს ახდევინებენ ადამიანებს, ანუ გადაუვადეს პროცენტი, მაგრამ დაუმატეს ეს პროცენტები შემდგომ ეტაპზე.მეორე სამი თვის გადავადება ვრცელდება მხოლოდ მცირე ნაწილზე მოსახლეობის.
ეს ციფრები მიუთითებს, რომ ქართულ საფინანსო სექტორში არის რესურსი იმისთვის, რომ ჩამოიწეროს გადავადებული სესხების პროცენტი და შემდგომ ეტაპზე განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი და შემცირდეს. უსამართლოა, რომცა ქვეყნის ხელისუფლება,პრემიერ-მინისტრი გამოდის და ისევ და ისევ ლობირებს საკუთარ ბიზნეს ინტერესებს და საუბრობს სესხების სუბსიდირებაზე, ხალხი კი ღარიბდება, - განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.