
ანტიკორუფციული მოძრაობა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მიმართავს, გამოაქვეყნოს შპს "ექსიმ ოილის" საგადასახადო ტრანზაქციები.ისინი, ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში პრემიერ ღარიბაშვილის გავლენებსა და ინტერესებს.
"ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი მეგობრების დახმარებით, ნავთობის გადაზიდვის ყველა მნიშვნელოვან დერეფანს აკონტროლებს და კორუფციული გზით მდიდრდება.... ფინანსთა მინისტრისგან ვითხოვთ, გასაჯაროვდეს შპს "ექსიმ ოილის" საგადასახადო ტრანზაქციები" - ამბობს ლაშა ფარულავა.
მათივე თქმით, სახეზეა პრემიერმინისტრისა და მისი გარემოცვის მხრიდან, სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდება.