პოლონეთის საფეხბურთო კავშირი ფიფასა და უეფაში წერილს აგზავნის, კავშირი რუსეთ-პოლონეთის მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩის მოსკოვიდან გადატანას მოითხოვს.
ამ გადაწყვეტილებამდე პოლონეთის ფეხბურთის მმართველი ორგანო რუსეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო მივიდა.
პოლონეთის საფეხბურთო კავშირში მიაჩნიათ, რომ მოსკოვი უსაფრთხო ქალაქი არაა.
რუსეთ-პოლონეთის შესარჩევი ფლეი-ოფის მატჩი მოსკოვში 24 მარტს უნდა გაიმართოს .