რაგბის კავშირმა, თავის ყველა პლატფორმაზე უკრაინულად დაწერილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ანონსი აიღო.
მიზეზი, რაგბი ევროპის მოთხოვნა გახდა, რომელსაც რუსეთის რაგბის კავშირმა საპროტესტო წერილით მიმართა და უკრაინულ ენაზე გაკეთებული ანონსის აღება მოსთხოვა.
თუმცა, რა წესებით იხელმძღვანელა რუსეთის რაგბის კავშირმა უცნობია, ვინაიდან პლაკატები აპოლიტიკური იყო და მხოლოდ მომავალი შეხვედრის ანონსს შეიცავდა.
„ევროპის რაგბის კავშირმა დაგვიდასტურა, რომ ასეთი აფიშის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ის არღვევს რეგლამენტს, მათგან შევიტყვეთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირს სთხოვეს ანონსის წაშლა“ - რუსეთის რაგბის ფედერაციის პრესსპიკერი ანტონ ხალიზოვის სიტყვებს, რუსული გამოცემა სპორტ 24 ციტირებს