ბათუმში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, რუსეთის დროშა დაწვეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე რუსეთის დროშა დაწვეს. 

ერას მოედანზე დღეს უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დღის განმავლობაში შეიკრიბნენ. ისინი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და გმობენ პუტინის აგრესიას. 

აქციას შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ კომენტარს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი