უკრაინის მხარდამჭერი აქცია სამტრედიაში - სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერებმა რუსეთის აგრესია დაგმეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება  რეგიონებშიც. სამტრედიის ცენტრში  სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებმაც რუსეთის აგრესია დაგმეს და მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების უმოქმედობასაც გმობენ და ამბობენ, რომ დღეს საქართველოს მთავრობა მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავს.

სოლიდარობის აქცია დღეს 6 საათზე ქუთაისშიც არის დაგეგმილი.

დედაქალაქში კი მოქალაქეები 7 საათზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი