ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება - დასაქმებულები უსაფრთხოების ზომების დაცვას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, მერიის წინ შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია; უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით გაზრდა. შახტში არსებული მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, რეაბილიტაციის პროცესის წარმართვა სამუშაოების პარალელურად არის შესაძლებელი, რასაც მეშახტეები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ სოცოცხლეს საფრთხე ემუქრება.  

მეშახტეები გეგმავენ, რომ პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელონ.

მეშახტეების უპირველესი მოთხოვნა არის უსაფრთხო მუშაობა. რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ათეული მეშახტე სიკვდილს გადაურჩა, - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე.

შახტის თანამშრომლებმა მუშაობაზე უარი 10 ივნისს განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა და 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი