აჭარაში ძვირადღირებულ ინვესტიციებს რუსი ბიზნესმენები ახორციელებენ, რაც ოპოზიციას კითხვებს უჩენს

გამოქვეყნდა:

რუსი ბიზნესმენები აჭარაში დიდ ტერიტორიას ფლობენ და ძვირადღირებულ ინვესტიციებს ახორციელებენ. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას „ბათუმელები“ ასაჯაროებს. გამოცემის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე ყველაზე ძვირადღირებული ინვესტიციების უკან ხშირ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები დგანან ან ბიზნესმენები, ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

რუსეთის მოქალაქეები ქონებას ყიდულობენ როგორც კერძო პირებისგან, ისე სახელმწიფოსგან და შემდეგ იწყებენ მოლაპარაკებებს მშენებლობის ნებართვების მისაღებად.

არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილმა კომპანიებმა სასურველი ქონების შესაძენად მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლეს. სახელდება კონკრეტული პროექტები, მაგალითად ; „ეიერ მერიდიანსის“, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მრავალფუნქციური კოპლექსი „White Sails“-ი , იგივე „თეთრი იალქნები“. პროექტი ბათუმის ახალ ბულვართან, ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტოტელს, ჯამში, 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯ ბარებს მოიცავს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, აჭარის მთავრობის წევრები რუს ბიზნესმენებს ინვესტიციების განხორციელების საშუალებას უმეტეს შემთხვევაში, უპირობოდ აძლევენ, რაც მათ კითხვის ნიშნებს უჩენთ.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული შენობების გასხვისებაც მოხდა, სწორედ ამის გამო, ისინი ინვესტიციების შემოდინებას რუსული პოლიტიკის გაგრძელებად მოიაზრებენ.

„რუსულ ინვესტიციებს უფრო გაუღეს კარი, ვიდრე სხვა ინვესტიციებს და ეს აშკარად ჩანს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფება რუსეთს წაუწვა... ნებისმიერი ინვესტიცია უნდა განვიხილოთ არა ეკონომიკური ან ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რომ ნებისმიერი ჩადებული ლარი ნებისმიერი ინვესტორისგან უნდა განვიხილოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით“ - განაცხადა „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი კითხვის ნიშნებს ბიზნეს გარიგებები უქმნით, რადგან ახლად დაფუძნებულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელონ აჭარის მუნიციპალიტეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი