გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რაოდენობამ 1,2 მილიონს გადააჭარბა - ამის შესახებ CNN-ი წერს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 1,209,976 ლტოლვილიდან, რომლებიც ომს გაექცნენ, ნახევარზე მეტი პოლონეთში გადავიდა. ნაწილი კი სხვა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთში, სლოვაკეთში, მოლდოვასა და რუმინეთში გადავიდა.