"ყველანი ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა უზრუნველვყოთ ამერიკასთან თანამშრომლობის საიმედო საფუძველი ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ლონდონის სამიტი უკრაინას და ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს მიეძღვნა.

ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის: ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის, ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა უზრუნველვყოთ ამერიკასთან თანამშრომლობის საიმედო საფუძველი ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისთვის.

ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, რაც დიდი ხანია არ ყოფილა.

ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და პირობებს უკრაინის სამართლიანი მშვიდობისთვის. ჩვენ ვამზადებთ მნიშვნელოვანი შეხვედრების სერიას და გადაწყვეტილებებს უახლოეს მომავალში.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს მათი ძალისხმევისთვის უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისთვის. საერთო ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი."

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში, დასავლელი ლიდერების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ლონდონში გაიმართა და რომლის მთავარი თემაც უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება იყო.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი