"ომის დაწყებამდე რუსული არმია და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ნატო-ს არმიასაც კი ლამანშის სრუტეში ჩაძირავდნენ, თუმცა დღეს მათი ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკას ტოვებენ, გარბიან ან ტყვედ ბარდებიან", - ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.
მისი თქმით, დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება ათობით ქალაქსა და ასობით სოფელში, სადაც მტერი როგორც სამხედრო, ასევე მოსახლეობის წინააღმდეგობას აწყდება.
"მტერი, როგორც ჯარისკაცების, ასევე სამხედრო ტექნიკის კუთხით სერიოზულ დანაკლისს განიცდის. რუსეთი ყოველდღე უფრო მეტი სამხედრო დანაშაულს სჩადის. ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს და საავადმყოფოებს. მტერმა ზაპოროჟიეს ელექტრო სადგურსაც კი შეუტია, რაზეც მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს უკვე ვესაუბრეთ. რადიაციას საზღვრები არ აქვს და ამ ატომური სადგურის აფეთქებას ჩერნობილის კატასტროფაზე 6-ჯერ უფრო დიდი, დამანგრეველი შედეგი ექნება.
გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საბჭომ, კომიტეტის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რუსების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ასევე, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო უახლოეს დღეებში რუსული ტერორისტული ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას დაიწყებს. დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
მივმართავ მოსახლეობას, გაერთიანდით. ერთად დადექით, რადგან ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებულ 40 მილიონ ადამიანს ვერავინ დაამარცხებს", - ამბობს დენის შმიგალი.